სი ძინპინი - ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით, როგორებიცაა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ავღანეთი, ჩინეთი მზად არის, ყველა მხარესთან კომუნიკაცია და კოორდინაცია გააძლიეროს

ჩინეთი უკრაინაში ვითარების პოლიტიკური მოგვარების მიზნით კოორდინაციას გააძლიერებს, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ყირგიზეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ ცხელ წერტილებთან დაკავშირებით, როგორებიცაა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ავღანეთი, ჩინეთი მზად არის, ყველა მხარესთან კომუნიკაცია და კოორდინაცია გააძლიეროს“, -განაცხადა სი ძინპინმა.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი მზად არის „პრობლემების როგორც სიმპტომების, ისე ძირეული მიზეზების აღმოფხვრის პრინციპის ერთგული დარჩეს და მათ პოლიტიკურ მოგვარებას ხელი შეუწყოს“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს