ლანა გალდავა - სასჯელების გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებებში ლიმიტების ზრდა, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემებისგან გაქცევის მცდელობები

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აუცილებელია ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუ სახელმწიფო რეალურად იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ, საჭიროა დანაშაულის პრევენცია.

„სასჯელების გამკაცრება და პენიტენციურ დაწესებულებებში ლიმიტების ზრდა, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემებისგან გაქცევის მცდელობები. თუ სახელმწიფო რეალურად იბრძვის კრიმინალის წინააღმდეგ, საჭიროა დანაშაულის პრევენცია. ამის შემდეგ მიღებული ზომები, ეს არის გადაფარვა იმ უსუსურობის, რაც ხელისუფლებას ახასიათებს, ზოგადად კრიმინალის პრევენციის თვალსაზრისით. „ლელო - ძლიერი საქართველო“ დღესაც მიიჩნევს, რომ საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია, აუცილებელია ჩატარდეს სამართლიანად, აუცილებელია ჩატარდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპების დაცვით. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება პოლიტიკური პროცესის დაძვრა, მოხდება პოლიტიკური შერიგება, მოხდება ის, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს სხედან პენიტენციურ დაწესებულებებში, მსჯავრდებულები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც არიან არასაპატიმრო სასჯელების ქვეშ, კიდევ ერთხელ მიეცემათ მათ შანსი, რომ დაუბრუნდნენ ცხოვრებას, მოხდეს რეალური რესოციალიზაცია და ისინი იყვნენ ღირსეულ პირობებში. პატიმარი, რომელიც არის გადატვირთულობის რეჟიმში, ის არის სერვისებისგან ჩამოშორებული. ყველა ადამიანის მიმართ ირღვევა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც დაწესებულია პენიტენციურ დაწესებულებებში და ამიტომ ისინი საჭიროებენ ღირსეულ პირობებს“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება