რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს.
„მსოფლიო ორგანიზაცია დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს“, - განაცხადა პუტინმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია პლუს“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ორგანიზაციამ უნდა შეინარჩუნოს მისი, როგორც ინტერესთა შეთანხმების მთავარი მექანიზმის ფუნქცია.
„მსოფლიო ორგანიზაციამ, უდავოა, უნდა შეინარჩუნოს ინტერესთა შეთანხმების მთავარი მექანიზმის ფუნქცია: სწორედ ამ მიზნით შეიქმნა იგი თავიდანვე - როგორც ინტერესთა შეთანხმების მექანიზმი. ეჭვგარეშეა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას აქვს და უნდა ჰქონდეს ცენტრალური როლი მსოფლიო საქმეებში“, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, გაეროს წევრებმა უნდა მიიღონ ზომები ორგანიზაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
„გაეროს პოტენციალი ჯერ კიდევ შორს არის რეალიზებისგან. მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაწევა მისი ორგანოების, მათ შორის უშიშროების საბჭოს, წარმომადგენლობითობის გაფართოების მიზნით - გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ხარჯზე. ზოგადად კი, გაერო უნდა მოერგოს ცვალებად რეალობას და გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მომხდარ ფუნდამენტურ ცვლილებებს“, - აღნიშნა პუტინმა.