Reuters - გერმანიის პოლიციამ ბრანდენბურგში ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა

გერმანიის პოლიციამ ბრანდენბურგში ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ამოქმედებულა.

მათივე თქმით, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დილის 8:00 საათზე მიიღეს და პოლიციის ჯგუფი ტერნო-პრაილაკში მდებარე ელექტროქვესადგურის ტერიტორიაზე გაგზავნეს.

ელექტროქსელის ოპერატორის 50Hertz-ის განცხადებით, გადამცემი ხაზები რამდენიმე დაუდგენელმა პირმა დააზიანა, თუმცა კომპანიამ არ დააკონკრეტა როგორ მოხდა ქსელის დაზიანება.

ოპერატორის განცხადების თანახმად, ელექტროენერგია ცოტა ხნით გაითიშა, თუმცა ქსელის საერთო მომარაგება არ შეფერხებულა.

ინციდენტს ბრანდენბურგის მხარის კრიმინალური პოლიცია იძიებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს