კაია კალასი - მე პირდაპირ ვაკავშირებ რუსეთს ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტთან, მაგრამ დაველოდოთ, რას იტყვიან გერმანელები

პირდაპირ ვაკავშირებ რუსეთს ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი დრონის ინციდენტთან, მაგრამ დაველოდოთ, რას იტყვის გერმანია. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსები უფრო მეტ პროვოკაციას მიმართავენ, კითხვა ის არის, რას გააკეთებს ევროპა, რომ ისინი შეაკავოს.

“მოდით, დაველოდოთ, რას იტყვის გერმანია და რა სადაზვერვო მონაცემები გააჩნია ამ თავდასხმაზე, შემდეგ განვიხილავთ, რისი გაკეთება შეიძლება. გასაგებია, რომ რუსეთი. მე პირდაპირ ვაკავშირებ მას ამასთან. მაგრამ დაველოდოთ, რას იტყვიან გერმანელები, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ჩვენ ხომ ვხედავდით სხვა ქვეყნებში, რომ რუსები პროვოკაციების სულ უფრო დიდ რიცხვს მიმართავენ. კითხვა იმაში მდგომარეობს, ჩვენ რას გავაკეთებთ, რათა ისინი ამ მიმართულებით სხვა ქმედებებისგან შევაკავოთ”, - განაცხადა კალასმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს