გერმანიის შს მინისტრი - ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე რუსეთია პასუხისმგებელი - ყოველდღიურად ვართ ჰიბრიდული ომის სამიზნე

ლაიფციგის აეროპორტში “ჰიბრიდულ თავდასხმაზე” რუსეთია პასუხისმგებელი. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა საგარეო საქმეთა მინისტრ, იოჰან ვადეფულტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ თვეს ლაიფციგის აეროპორტში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი დრონის ინციდენტზე პასუხისმგებელი რუსეთია.

დობრინდტმა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტის დროს გამოყენებულ იქნა მეთოდები, რომლებიც სხვა რუსულ თავდასხმებში გამოიყენებოდა. მისი თქმით, ამას “დაბალი რანგის აგენტები” ახორციელებდნენ, რაც “რუსული ჰიბრიდული ქმედებების” სქემას შეესაბამება.

მან აღნიშნა, რომ დაზვერვის დასკვნებმა დაადასტურეს ეს და აჩვენეს, რომ მოქმედი პირები რუსეთის ინტერესებში მოქმედებდნენ.

“შესაბამისად, გერმანიის მთავრობა მიდის იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ლაიფციგში 14 აგვისტოს ჰიბრიდულ თავდასხმაზე. ომში არ ვართ, მაგრამ ყოველდღიურად ვართ ჰიბრიდული ომის სამიზნე”, - განაცხადა დობრინდტმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს