ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ხოლო ბერლინში “რუსული სახლი” - რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება და გაიზრდება სასანქციო სია

ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ბერლინში - “რუსული სახლი”, რუსებისთვის გერმანიაში შესვლის კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა შინაგან საქმეთა მინისტრ, ალექსანდრ დობრინდტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვადეფულის თქმით, ლაიფციგის აეროპორტში რუსული ჰიბრიდული თავდასხმის შედეგად მოსკოვთან ურთიერთობები “კიდევ უფრო უარესდება”. შესაბამისად, გერმანია, ევროკავშირისა და ნატო-ს პარტნიორებთან კოორდინაციაში რუსეთის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს.

ვადეფულის თქმით, ბონში რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება, ხოლო ბერლინში - “რუსული სახლი”. ასევე, სასანქციო სიებს ახალი ხალხი დაემატება. შედეგად, რუსეთის საელჩო ბერლინში მოსკოვის ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა დარჩება გერმანიაში.

მისი თქმით, რუსებისთვის ასევე გამკაცრდება ქვეყანაში შესვლის კონტროლი და ბერლინი დამატებით ზეწოლას განახორციელებს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტზე”. ასევე დაბარებულ იქნება რუსეთის ელჩი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს