თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს

თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკის პროცესს ელიზბარაშვილის ადვოკატიც ესწრება.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველები ბინაში იარაღს ეძებენ.

მანამდე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ელიზბარაშვილის ავტომობილი გაჩხრიკეს, სადაც ასევე ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ.

თავად, თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მასზე ტერორი ხორციელდება. მისივე განცხადებით, გუშინ უცნობი პირები ცდილობდნენ მის პროვოცირებას, დღეს კი სამართალდამცველები ახდენენ მასა და მის ოჯახზე ზეწოლას.

„უკანონობაა რასაც აკეთებენ, ადგილი აქვს ჩემს დაშინებას. ჯერ იმ რვა ადამიანმა ვერ დამაშინა გუშინწინ და ახლა პოლიციას უნდა, რომ დამაშინოს. ეგ არ გამოვა. 8 თვის ბავშვი ხელში მეჭირა, ბავშვი დამიშინეს, დამიწიოკეს, მერე ბავშვის ჩანთაში იქექებოდნენ, ბავშვის საკვები მედო და საწოვარა. არ ვიცი, ტერორს მიწყობენ... გუშინ რესტორანში 8 კაცმა ჩემზე და ჩემს ცოლზე ტერორი მოახდინა“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ ელიზბარაშვილმა.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება