ადვოკატი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და ახლა მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა.

„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, მოხდა თამარ ელიზბარაშვილის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ნებისმიერი პოლიციელი რომ გააჩერო, თავადაც არ იციან [მიზეზი რა იყო], თავადაც ვერ გაგცემენ მაგაზე პასუხს. ჩემი კოლეგა აცხადებს, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ძალადობა, რასაც მე პირადად არ შევსწრებივარ, თუმცა იყო ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. სისხლის სამართლის მუხლით არ არის დაკავებული, როგორც ვიცი, გადაჰყავთ მთავარ სამმართველოში. ამ ეტაპზე ბრალდებული არ არის, უბრალოდ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რის შემდეგაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს