თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი - გარეთ გამომაგდეს, კარი გადამიკეტეს, ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგა ხუთი პოლიციელი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, იაკო სირანაშვილის განცხადებით, ის სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.

ის ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკას ესწრებოდა და პროცესს „ფეისბუქ-ლაივით“ აშუქებდა, პროცესში კი ბინაში უამრავი სამართალდამცველი შევიდა და მას გადაღების შეწყვეტა მოსთხოვეს. ამის შემდეგ კი, როგორც სირანაშვილი აცხადებს, მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.

„გარეთ გამომაგდეს, კარი გადამიკეტეს, ტელეფონი დამაგდებინეს, მერე წამაქციეს, წიხლებით შემდგა ხუთი პოლიციელი ერთად. ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა. ღვიძლში მირტყეს წიხლები. წიხლებით გამიგდო ხუთმა კაცმა ერთად, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ხალხო, ესენი კრიმინალები არიან თუ ვინ არიან? რა დრო არ გამოვიარეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც ადვოკატი ვარ. ასეთი რამ არასდროს მინახავს, ადვოკატს წიხლებს ურტყამენ, ეს რა ხდება ხალხო? რომელ დაცვაზეა ლაპარაკი, შუა დაცვის დროს გამომაგდეს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა. „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ელიზბარაშვილი ამ დროისთვის ადმინისტრაციულად არის დაკავებული.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს