ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, დარტყმები შეგვეჩერებინა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე 25, 26 და 27 აგვისტოს, ჩვენ  პაუზა ავიღეთ, იყო დარტყმები უკრაინაზე

აშშ-მა თხოვნით მოგვმართა 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეგვეჩერებინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უკრაინა პატივს სცემს პარტნიორების მისწრაფებებს დაასრულონ რუსეთ-უკრაინის ომი და ამ კონტექსტში აშშ-ის თხოვნა ახსენა.

“როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, დარტყმები შეგვეჩერებინა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე 25, 26 და 27 აგვისტოს, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ. დარტყმები არ იყო. იყო დარტყმები უკრაინაზე. როდესაც სხვა ზესახელმწიფომ მოგვმართა თხოვნით, გარკვეული დროით პაუზა აგვეღო ვლადივოსტოკის მიმართულებით დარტყმებში - ამასაც უზრუნველვყოფთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ახლა მოსკოვში ახალი შეხვედრები მზადდება და უკრაინა ამას გაითვალისწინებს.

“ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ ყოველ ნაბიჯს, იმისკენ, რომ რუსეთმა ეს ომი უსასრულო არ გახადოს. საჭიროა ომის დასასრული და ლიდერები სწორად ეუბნებიან ამას პუტინს. ამიტომ, დიპლომატიისთვის, მოლაპარაკებებისთვის - როდესაც პარტნიორები მოგვმართავენ ამის თაობაზე - ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსული ცის დრონებისგან გაწმენდას გარკვეული დროით და გარკვეულ მიმართულებებზე,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში