ანიტა ორბანი - უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსული ჰიბრიდული აქტივობების ინტენსივობით - გერმანიაში ინციდენტები ადასტურებს ქცევის სულ უფრო საშიშ და უგუნურ ნიმუშს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი აცხადებს, რომ "უნგრეთი ღრმად შეშფოთებულია ევროპის ტერიტორიაზე რუსული ჰიბრიდული აქტივობების მზარდი რაოდენობითა და ინტენსივობით".

მისი თქმით, გერმანიაში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები ადასტურებს "ქცევის სულ უფრო საშიშ და უგუნურ ნიმუშს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებასა და მდგრადობას".

"უნგრეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს გერმანიას და მზადაა, მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტნიორს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში. ამ გამოწვევების წინაშე, ევროკავშირისა და ნატო-ს მდგრადობის, ერთიანობისა და კოლექტიური მზადყოფნის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე",- წერს ანიტა ორბანი X-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს