გერმანული მედია - გერმანიის პოლიცია კიოლნთან მდებარე ელექტროქვესადგურზე შესაძლო დივერსიის აქტს იძიებს

გერმანიის პოლიცია კიოლნთან მდებარე ელექტროქვესადგურზე შესაძლო დივერსიის აქტს იძიებს, - ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.­

Tagesschau-ის ინფორმაციით, საეჭვო ინციდენტი გასულ ღამეს, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარის ქალაქ ბერგჰაიმში მდებარე Amprion-ის ელექტროქვესადგურზე მოხდა.

თავდაპირველად პოლიცია ელექტროქვესადგურზე ტექნიკური გაუმართაობის გამო გამოიძახეს. კერძოდ, მოკლე ჩართვის შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ტექნიკური გაუმართაობა, სავარაუდოდ, განზრახ იყო გამოწვეული.

„გამოძიების ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა და განზრახ ჩადენილი ქმედება იყო“, - აღნიშნა პოლიციის პრესსპიკერმა.

კომპანია Amprion-ის განცხადებით, მომხდარის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხებულა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს