ბათუმის ზღვაში ერთმანეთს ორი კატერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები დაშავდნენ.
“ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ბათუმში ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.
“ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.