ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა და შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.

როგორც კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.

“გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოჯისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს.

რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა მიმართულებით.

გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა