გია ვოლსკი ღარიბაშვილზე - ფრთიანი ფრაზაა: „ზურგში დანა“, „ყელში სამართებელი“ და რაც გინდათ, ის დაუძახეთ - რეალობა არის ის, რომ დანაშაულის ჩამდენის უსაფუძვლო ბრალდებები გამოყენებულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ფრთიანი ფრაზაა: „ზურგში დანა“, „ყელში სამართებელი” და რაც გინდათ, ის დაუძახეთ - რეალობა არის ის, რომ დანაშაულის ჩამდენის [ირაკლი ღარიბაშვილის] განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები გამოყენებულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” მას ზურგში დანა ჩაარტყა.

ვოლსკის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოყენებას “ზურგში დანის ჩარტყმა დაერქმევა თუ ყელში სამართებლის გამოსმა”, ეს უკვე გემოვნების თემაა”.

“ეს ფრთიანი ფრაზაა: “ზურგში დანა“, “ყელში სამართებელი” და რაც გინდათ, ის დაუძახეთ. ეს გამონათქვამია ასეთი, თორემ შინაარსობრივად მე შეიძლება სხვანაირად ვთქვა, რომ ღარიბაშვილისგან მოულოდნელი იყო ამის დაშვება. ზოგმა თქვას ზურგში დანის ჩარტყმა, ზოგმა პირიქით თქვას. ის ასე ამბობს, ჩვენ ასე ვამბობთ. ბრძენ ადამიანს უთქვამს, რომ არის სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ამ შეფასებების და განსხვავებების მიუხედავად, თვითონ საკითხის არსი არ იცვლება, რომელიც საკმაოდ მძიმეა.

არსი არის აღიარებული და მძიმე დანაშაული - რეალობა არის ის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენის განცხადებები და უსაფუძვლო ბრალდებები გამოყენებულია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამას ზურგში დანის ჩარტყმას დაარქმევთ თუ ყელში სამართებლის გამოსმას ეს უკვე გემოვნების თემაა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავის საპატიმროდან წერილი გაავრცელა და ხელისუფლებას „ამაზრზენ და ტრაგიკულ“ მასკარადში დაადანაშაულა. ექსპრემიერი მის ერთ-ერთ ბოლო წერილის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მათ შორის გამოიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასერიოზულს უწოდებს. ღარიბაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ "სასაცილო და უსუსურ" მეთოდებზე "ტყუილად ნუ წვალობენ", რადგან როგორც "წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს", ისევე შეუძლებელია მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. ღარიბაშვილი წერილში ირონიით წერს, მასთან დაკავშირებულ ცნობებზე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ და საფრანგეთის აგენტია და აღნიშნავს: „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ". ღარიბაშვილი წერილში კვლავ მიმართავს თანაგუნდელებს, რომ არავის ებრძვის და ზურგში დანა მათ ჩაარტყეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა