გია ვოლსკი - სერიოზულად შეკრული სექტაა, რომელიც სააკაშვილის ბანერების ფრიალს თავს არანაირად არ დაანებებს, ზოგიერთს კი დამაზიანებელი სააკაშვილის ბანერი ჰგონია და ერთმანეთს გესლავენ

დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობს - ერთმანეთზე ზღაპრებს ჰყვებიან, თუმცა ისეთ საკითხებს ასაჯაროებენ, რაც ყველამ იცის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ოპოზიციაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მათი მთავარი მიზანია, გლობალურ პროცესებსა და დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა, სხვა მხრივ კი ერთმანეთს „ხან დაგესლავენ, ხან მოეფერებიან, რაც არაფერს ნიშნავს“.

„დავა იმაზე მიდის, მიხეილ სააკაშვილი კარგია თუ არა იმ რევოლუციური პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობს. იმისათვის, რომ რევოლუციურ პროცესს სააკაშვილის სისხლიანი წარსული ჩამოაშორონ, რომელიც მათი აზრით, ხელს უშლის ახალგაზრდების გამოყენებას ამ პროცესში, ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნეს და „ახლები“ დაარქვეს. მაგრამ სერიოზულად შეკრული სექტა არსებობს, რომელიც სააკაშვილის ბანერების ფრიალს თავს არანაირად არ დაანებებს. ზოგიერთს დამაზიანებელი სააკაშვილის ბანერი ჰგონია და ერთმანეთს გესლავენ. 40 მილიონზეა ლაპარაკი, რომელიც თურმე, „ქართულმა ოცნებამ“ გვარამიას მისცა. ერთმანეთზე ზღაპრებს ჰყვებიან, თუმცა ისეთ საკითხებს ასაჯაროებენ, რაც ყველამ იცის. გვარამია რომ ამ პროცესების მმართველი იყო, ყველამ იცის. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ერთი მიზანი აქვს - როგორმე, ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც გარე პატრონს აწყობს. ეს გარე პატრონი რაღაც სტანდარტებს არ ითვალისწინებს, არც ევროკავშირისას. მთავარი მიზანია, გლობალურ პროცესებში, დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა. სხვა მხრივ, ერთმანეთს ხან დაგესლავენ, ხან მოეფერებიან, ეს არაფერს ნიშნავს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა