სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში - საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, შემდეგ მოდიან თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აშშ - მიმდინარე წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ვაჭრობის კუთხით პირველ ადგილზე მყოფი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი 20.1%-ს შეადგენს.

კაკაურიძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა - 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი 3 876.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (20.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 9 049.1 მლნ აშშ დოლარს (0.7 პროცენტით მეტი).

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის შემდეგ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მოდის თურქეთი (12.8%), რუსეთი (11.8%), ჩინეთი (11.6%) და აშშ (8.4%).

მთლიან ექსპორტში ყირგიზეთის წილი 11.1%-ია. ჩინეთის - 11.1%, ევროკავშირის - 10.0%, აზერბაიჯანის - 8.7%, რუსეთის - 8.6% და სომხეთის - 8.1%.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია 24.2%-ით, მომდევნო ადგილებს იკავებენ: ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 12.6%, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 7.9%, ფეროშენადნობები - 3.8% და სპილენძის მადნები და კონცენტრატები -3.7%.

მთლიან იმპორტში ევროკავშირის წილი 24.4%-ია, შემდეგ მოდიან თურქეთი - 15.4%, რუსეთი - 13.2%, ჩინეთი - 11.8% და აშშ - 11.4%.

იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, რომელსაც მთლიან იმპორტში 17.8 პროცენტიანი წილი უკავია. შემდეგ მოდიან: ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 9.0%, სამკურნალო საშუალებები - 4.0%, ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 3.2% და ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2.2%.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა