გრიგოლ გეგელია - ოთარ ფარცხალაძის ამბავი ადასტურებს, რომ ეს რეჟიმი არის რუსული და მისი ხერხემალი აღმოჩნდა კრემლის აგენტი - დიახ, ეს რეჟიმი არის თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ინტერესებთან

ოთარ ფარცხალაძის ამბავი, ადასტურებს იმას, რასაც ყველანი ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ეს რეჟიმი არის რუსული - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს რეჟიმი არის აბსოლუტურად თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან“.

„ოთარ ფარცხალაძის ამბავი, რა თქმა უნდა, ადასტურებს იმას, რასაც ყველანი ვამბობდით წლების განმავლობაში, რომ ეს რეჟიმი არის რუსული. დიახაც, მისი ხერხემალი, მისი ერთ-ერთი მთავარი კადრი აღმოჩნდა კრემლის აგენტი, რაც ჩვენთვის ყოველთვის კარგად იყო ცნობილი. და დიახაც, ეს რეჟიმი არის აბსოლუტურად თხემით ტერფამდე გადაბმული რუსეთის ეროვნულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და თავისი არსით არის მოღალატეობრივი რეჟიმი“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა