პრემიერი - მინდა მადლობა გადავუხადო ემანუელ მაკრონს სამიტზე მოწვევისთვის - მქონდა საშუალება მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

მქონდა საშუალება მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

მისივე თქმით, „ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს ასეთ ფორმატებს მსგავსი საუბრებისთვის“.

„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების, პოზიციების მოსმენა, იმისთვის, რომ სამომავლოდ ქვეყანამ ჩამოაყალიბოს სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.

გუშინაც მქონდა საშუალება მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა