პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე - ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს, ასეთ დროს, როცა ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური

ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები, ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრაში.

„ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები, ევროპას ისედაც უამრავი პრობლემა აქვს. ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური. უმჯობესი იქნებოდა ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა, ვხედავთ, მათი ყურადღება გადატანილია პირიქით კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებაზე“,- აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა