პრემიერი - არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია ორგანულია და არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში

არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ ყველაფერს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ქვეყანაში.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. იყო უამრავი პრობლემა და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. იყო სერიოზული პრობლემები კორუფციასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული კონკრეტულ ადამიანებზე, გუნდის ყოფილ ლიდერზე იმისათვის, რომ ის იყო გახვეული კორუფციაში. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უბრალოდ არ ესმით, რომ კორუფცია არის ცუდი და რატომ შეიძლება, ვიღაც იყოს შენზე გაბრაზებული - ხალხი თუ გუნდი, იმის გამო, რომ შენ იყავი ჩართული კორუფციაში. ეს მათი საქმეა. ჩვენი საქმე არის სამართლის აღსრულება ყველა საკითხთან დაკავშირებით,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა