დიტო ჩუბინიძე - ხელისუფლებას ცოცხალი ლაზარე ჯორბენაძისთვის უნდა ეკითხა ჰქონდა თუ არა მტკიცებულება - ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ, კობახიძე კი დღეს კოსმონავტების შეკრებაზე იყო და გაფრენილია ორბიტიდან

გამოძიება 2 თებერვალს უნდა დაწყებულიყო. ხელისუფლებას ცოცხალი ლაზარე ჯორბენაძისთვის უნდა ეკითხა ჰქონდა თუ არა მტკიცებულება , - ამის შესახებ გაზეთ "ასავალ-დასავლის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩუბინიძის თქმით, ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო, რომ სწორედ ამიტომ ჩაეკითხა რესპონდენტს რამდენჯერმე დავით გარეჯის საკითხზე.

„ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით არსებობს სამი ფაქტი. 2026 წლის 26 იანვარს მასთან ჩავწერე სკანდალური საგაზეთო ინტერვიუ, რომელიც გაზეთ “ასავალ-დასავალში” იმავე წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა და მესამე ფაქტი - ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 2 თვისა და 2 დღის შემდეგ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა. ეს არის ფაქტები. ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო, რომ სწორედ ამიტომ ვკითხე 10-ჯერ - “თქვენი თვალით ნახეთ”, “ნამდვილად ნახეთ”. რაც შეეხება ციფრებს, მათემატიკა რთული მეცნიერებაა დღევანდელი პარლამენტარებისა და მინისტრებისთვის. აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გეტყვით, რამდენი კვადრატული მეტრია ერთი ჰექტარში“,- განაცხადა ჩუბინიძემ.

კითხვაზე, რა მტკიცებულებები ჰქონდა ლაზარე ჯორბენაძეს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოთა შეთანხმება გაფორმდა გარეჯთან დაკავშირებით, ჩუბინიძე ასე პასუხობს: “არანაირი მტკიცებულება. ვისთან უნდა გადამემოწმებინა?”.

კითხვაზე, მაშინ რატომ გრძელდებოდა მსგავსი შინაარსის სტატიების გამოქვეყნება, ჩუბინიძე პასუხობს -„არ უნდა გაგრძელებულიყო?“.

„როდესაც წერილი გამოქვეყნდა, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე რატომ არ დაიწყო გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით? სრული შტილი ხელისუფლების მხრიდან. გამოძიება 2 თებერვალს უნდა დაწყებულიყო. ხელისუფლებას ცოცხალი ლაზარე ჯორბენაძისთვის უნდა ეკითხა ჰქონდა თუ არა მტკიცებულება”, - განაცხადა ჩუბინიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჯორბენაძის თვითმკვლელობა რატომ არის მისთვის საეჭვო, ასე ჩუბინიძე პასუხობს:

“იმიტომ არის საეჭვო, რომ ლაზარე ჯორბენაძეს ორი მეუღლე ჰყავს. ერთი ჯვარდაწერილი და მეორე, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაშია. ქალბატონმა თეონა ჟიჟილაშვილმა, მეორე მეუღლემ, მითხრა, რომ კაცი მოუკლეს. გამოვაქვეყნე ინტერვიუ”,- განაცხადა ჩუბინიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „მსგავს მგრძნობიარე თემებზე კამპანიების აგორება მეტყველებს დამკვეთებისა და შემსრულებლების ანტისახელმწიფოებრივ ბუნებაზე“, ჯორბენაძის თქმით, კობახიძე "ორბიტიდან არის გასული".

“ბატონი კობახიძე დღეს იყო კოსმონავტების შეკრებაზე და ვფიქრობ, რომ ის უკვე ორბიტიდან გასულია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყოველთვის ვწერთ სიმართლეს. ჩვენ ვამხელდით და ვამხელთ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ანტიეროვნულ ხელისუფლებას ქართული მიწების გაყიდვისა და არაბიზაციის შესახებ’,- განაცხადა ჩუბინიძემ.

კითხვაზე, რა კავშირი აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან, ჩუბინიძე პასუხობს, რომ ღარიბაშვილს არ იცნობს.

ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ. თუ არ ვიცნობ, რანაირად მექნებოდა კომუნიკაცია. კობახიძე დღეს კოსმონავტების შეკრებაზე იყო და გაფრენილია ორბიტიდან. კოსმონავტი გახდა, მიფრინავს, გაფრინდება მალე“,- განაცხადა ჩუბინიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა