მოწმე დომენტი ჩუბინიძე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია - ამის შესახებ პროკურორმა მედეა ცირამუამ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
პროკურორის თქმით, მოწმის დომენტი ჩუბინიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მის ვარაუდს და მის შეფასებებს ეყრდნობა, რომელიც არის სუბიექტური და არ ეყრდნობა სისხლისსამართლის საქმის მასალებს.
„ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მას არანაირი საეჭვო გარემოების, არც მოწმეების შესახებ არ გააჩნია ინფორმაცია. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია და არ ჰქონიათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. მოწმემ დაადასტურა ის, რომ თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცვლელი შეტყობინების ფაქტს ექნებოდა ადგილი, მას ეს ინფორმაცია ექნებოდა, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ
პროკურორის თქმითვე, მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის ან სხვა პირებისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს ლაზარე ჯორბენაძეს შემთხვევამდე უახლოეს პერიოდში.
„2026 წლის 4 აპრილს დაწყებულ სისხსლისსამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მიუხედავად დადასტურებული თვითმკვლელობის ფაქტისა, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება გარკვეულ პირთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე მომხდარიყო მათი გამოკითხვა და შესაბამისად, გარკვეული პირები გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოში, ხოლო დანარჩენი მათგანი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე. დაიკითხა მოწმე დომენტი ჩუბინიძე, რომელმაც ასევე უარი განაცხადა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, მას არანაირი საეჭვო გარემოების შესახებ, არც მოწმეების შესახებ არ გააჩნია ინფორმაცია. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია და არ ჰქონიათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. ალბათ ოთხჯერ იყვნენ სულ ერთმანეთთან შენახვედრი. მოწმემ დაადასტურა ის, რომ თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცვლელი შეტყობინების ფაქტს ექნებოდა ადგილი, მას ეს ინფორმაცია ექნებოდა. ასევე, დაადასტურა , რომ მისთვის ან სხვა პირებისთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავს ლაზარე ჯორბენაძეს შემთხვევამდე უახლოეს პერიოდში. მოწმის მიერ გაკეთებული განცხადებები მის ვარაუდს და მის შეფასებებს ეყრდნობა, რომელიც ცხადია არის სუბიექტური და არ ეყრდნობა სისხლისსამართლის საქმის მასალებს“, - განაცხადა პროკურორმა.