„ნაციონალური მოძრაობა“ - ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებიდან ერთი წელი გავიდა, აბსურდული ბრალდებით პოლიტიკოსის ციხეში გამოკეტვა  აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არის დიქტატურა

ლევან ხაბეიშვილმა დაუბრუნა ქართველ ხალხს რწმენა გამარჯვების, პროტესტით, წინააღმდეგობით ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრების. სწორედაც რომ აი, ამ რევოლუციური რწმენის გაღვივებისა და დაბრუნების გამო, ივანიშვილის რეჟიმმა ის ციხეში ჩასვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან განაცხადა, სადაც ბრიფინგი, ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრებიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით გამართეს.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს თავისუფლებისთვის აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, ყველა კორუმპირებული და დამნაშავე დაისჯება.

„ერთი წელი გავიდა ლევან ხაბეიშვილის, ჩვენი პარტიის ლიდერის დაპატიმრებიდან. ლევან ხაბეიშვილი უპრეცედენტო ბრალით ზის ციხეში, საქართველოს ისტორიაში, მას პოლიტიკურ განცხადებას ედავებიან და მოსამართლეს საკუთარ გადაწყვეტილებაში არც დაუმალავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების გამო ჩასვეს ციხეში ლევან ხაბეიშვილი.

რა არის მიზეზი ამ უპრეცედენტო დევნის? თვით ივანიშვილის რეპრესიულ სისტემაშიც კი რომ არ ყოფილა მსგავსი ფაქტი. რა არის და ლევან ხაბეიშვილის ანტიკორუფციული მოღვაწეობა, ის, რომ ის არის ყველაზე ეფექტური მებრძოლი ივანიშვილის კორუმპირებული, დანაშაულებრივი სქემების წინააღმდეგ. სწორედ, რომ ლევან ხაბეიშვილმა ამხილა ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულებრივი სქემები: როგორ იყენებენ საქართველოს, როგორც სანქციებისგან გვერდის ავლის საშუალებას, ამხილა მთავარ ქოლ-ცენტრად როგორ იქცა სუს-ის შენობა.

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლევან ხაბეიშვილმა ამხილა კონკრეტულად ოლიგარქები, კონკრეტულად ივანიშვილის გარემოცვის წევრები იმ დანაშაულებშიც, რასაც ისინი წლების განმავლობაში ჩადიოდნენ, და გამოჰქონდა გარეთ ის სიბინძურე, რაც ტრიალებდა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით. ამით ის, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ივანიშვილის რეჟიმის რღვევას“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას შეფასებით კი, ლევან ხაბეიშვილმა სისტემა ამხილა, როდესაც მოდულის შენობას მთავარი „ქოლ-ცენტრი“ უწოდა და „ივანიშვილის რეჟიმი ამხილა იმაში, რომ ისინი პატარა ბავშვებს ლუკმას პარავდნენ“.

ლევან ხაბეიშვილმა სისტემა ამხილა, როდესაც მოდულის შენობას მთავარი „ქოლ-ცენტრი“ უწოდა. ლევან ხაბეიშვილმა ივანიშვილის რეჟიმი ამხილა იმაში, რომ ისინი პატარა ბავშვებს ლუკმას პარავდნენ. ლევან ხაბეიშვილმა სისტემურად ამხილა, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის კორუმპირებული, კრიმინალური რეჟიმი.

იმის ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილი იყოს თავისუფალი და კორუმპირებული ადამიანები იყვნენ ციხეში, საპირისპირო შემოგვთავაზა ივანიშვილმა: ის არის აბასთუმანში, ლევან ხაბეიშვილი კი არის ციხეში. ეს პარადოქსია. აბსურდული ბრალდებით პოლიტიკოსის გამოკეტვა 21-ე საუკუნეში აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არის დიქტატურა. თუმცა, არა მხოლოდ არ შევეგუებით ამ დიქტატურას, არამედ ლევან ხაბეიშვილი იქნება თავისუფალი, ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი. ივანიშვილის კრიმინალური, კორუფციული, კლეპტოკრატიული რეჟიმი ამ ქვეყანაში დამარცხდება და დაემხობა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის დახმარებით“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ