შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია სრულ ფრუსტრაციაშია, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას - ქართველო ხალხო, შეხედეთ, ეს არის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის და მათი წარმოდგენით, ეს სიბინძურე არის ევროპა

რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას და მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ზურგი შეაქცია და ახლა ისინი ჭეშმარიტ ზნეს ავლენენ“.

„თუკი ყველა მოსყიდული იყო, მაშინ ვინღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში, ეს გაგვაგებინონ. ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ამის გულშემატკივარი ვართ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება“, ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს მას შემდეგ, რაც რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ იმ მხარდაჭერას, მათ შორის პოლიტიკურს, რომელსაც აქამდე იღებდნენ. ქართველმა ხალხმა მათ ზურგი შეაქცია, მათ შორის ზურგი შეაქციეს თავისმა მხარდამჭერებმა. ფრუსტრაციის შედეგია ის, როცა ისინი უკვე თავის ჭეშმარიტ ზნეს ავლენენ. რასაც ახალა უყურებთ, ქართველო ხალხო, შეხედეთ, აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს „პროევროპულს“ ეძახის. მათი წარმოდგენით ეს არის ევროპა, რასაც ახლა აკვირდებით. ეს სიბინძურე არის ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა