ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება, - განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „შეიარაღებული ძალების“ მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნების ჩატარების გეგმა დაამტკიცა.

წვრთნები 12-16 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღებენ.

„წვრთნები არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით ჩატარდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტექნიკის განადგურების, მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა