„კოალიცია ცვლილებისთვის“ - რეჟიმის მიერ სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა

რეჟიმის მიერ სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, „ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, „კლანებს“ შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს“.

მათივე განცხადებით, „რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარდაჭერას უცხადებს ივანიშვილის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ გიორგი ბარამიძეს და მის ოჯახს.

სამშობლოს ღალატის ყალბი ბრალდებით გიორგი ბარამიძის დაკავება იმ რეჟიმის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში 2008 წლის ომის დაწყებას საკუთარ სამშობლოს აბრალებს, რომელიც საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს „პიარს შეწირულს“ უწოდებს, რომლის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს რუსეთის დადასტურებული ჯაშუშები იკავებენ, რომელმაც შექმნა სამშობლოს ღალატის ე.წ. საპარლამენტო კომისია, არის კლასიკური რუსული ცინიზმი და საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის მიჩქმალვის მცდელობა.

ურთიერთდაპირისპირებებით, ერთმანეთის მიმართ უნდობლობით, „კლანებს“ შორის კრიმინალური გარჩევებით დასუსტებული ივანიშვილის რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ვაცხადებთ, რომ რეჟიმის ძალმომრეობა კრახისთვის არის განწირული. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკანასკნელი პოლიტიკური ტყვე არ დატოვებს საპყრობილეს და ჩვენი ხალხისთვის არ მოვიპოვებთ თავისუფალი არჩევანის უფლებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა