პაატა დავითაია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე - პოლიტიკური დევნაა, ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია - მე მგონი, არ შეჩერდება ეს დევნა და უფრო ფართო სახეს მიიღებს

პოლიტიკური დევნაა, ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია. მე მგონი, არ შეჩერდება ეს დევნა და უფრო ფართო სახეს მიიღებს - უფრო გაძლიერდება წნეხი, მიდის ველის მოწმენდა, - ასე ეხმაურება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის მუხლით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ თუ საბოტაჟის მუხლზეა საუბარი და თან განცხადებების დონეზე, „ქართული ოცნების“ არაერთმა დეპუტატმა გააკეთა მძიმე განცხადება, რომელიც საბოტაჟის მუხლს შეიცავს.

„პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ლიდერები არიან დაკავებულები. რაც შეეხება ბარამიძის განცხადებას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ომი როცა იყო, 18 წლის ვიყავი და როგორც რიგითი ვიღებდი მონაწილეობას და ასეთი ფაქტები არსად არ მინახავს. ასევე, როდესაც პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის ნაწილი ვიყავი, კოორდინაციას ვუწევდი საგამოძიებო ნაწილს, არცერთი ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს, გამოძიებით დადგენილი.

ხაზი გავუსვათ იმას, რომ მან განმარტა მისი სიტყვები. ეს არ არის საფუძველი სამშობლოს ღალატის მუხლის აღძვრის. თუ საბოტაჟის მუხლზე ვილაპარაკებთ და განცხადებების დონეზე, „ქართული ოცნების“არაერთმა დეპუტატმა გააკეთა მძიმე განცხადება, რომელიც საბოტაჟის მუხლს შეიცავს. საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ და ნატოსკენ და ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას აფერხებს, ესეც საბოტაჟის მუხლია. უფრო მძიმე განცხადებებს ვისმენდით ჩვენ, ბოდიშიდან დაწყებული, ომის დანაშაულებით დამთავრებული.

რუსეთის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ბარამიძეზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდა განცხადებებით, ქმედებებით, უკრაინაში იბრძოდა და რუსეთს ვასიამოვნეთ, არ ღირს ეს. ეს უფრო ურტყამს ქვეყნის იმიჯს, ვიდრე განცხადებები, რასაც ვისმენთ“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა