„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას

„სტრატეგია აღმაშენებელი" სრულ სოლიდარობას უცხადებს გიორგი ბარამიძეს, მის ოჯახს და გმობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას, - ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფაქტი არის პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიებისა და ავტორიტარული მეთოდების მორიგი თვალსაჩინო გამოვლინება.

„იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უმძიმესი გამოწვევების წინაშე დგას, ივანიშვილის რეჟიმი კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნითა და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მედიაში გაჟღერებულ განცხადებებზე დაყრდნობით მძიმე ბრალდებების შეთხზვა და პოლიტიკოსის დაპატიმრება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს, რომლის ერთადერთი მიზანი ოპოზიციური სპექტრის შეზღუდვა და კრიტიკული ხმის ჩახშობაა", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა