ირაკლი ფავლენიშვილი ბარამიძის დაკავებაზე - ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ არის - საქართველოში ადამიანები რომ ისჯებოდნენ განცხადებებს გამო, რომელიც მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი გახდა, რეჟიმის ყველა სპიკერი პატიმრობაში იქნებოდა

კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბარამიძის საქმეში სამართლებრივი ელემენტი არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე საოკუპაციო რეჟიმები, კრემლი იყენებს ხოლმე ძალიან ხშირად კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც გასაგებია რომ ეს მოტივაცია მათ არ აქვს, უბრალოდ მოახდინეს 1 წლის წინანდელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კუპირება და ამ მიზნით არის დაჭერილი ბატონი გიორგი ბარამიძე, ამიტომაც ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ ფიგურირებს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ