ანონსი 14 სექტემბერი

14 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
14 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოში „ძლიერი საქართველო- ლელოს“ წევრი, ვაჟა დარჩია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ბათუმში მოქმედი 38 მუნიციპალური საბავშვო ბაღიდან, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, სააღმზრდელო პროცესი, ოფიციალური ინფორმაციით, 9 ბაღში ისევ შეჩერებულია.
მის: ბათუმი, თამარის დასახლება, ცოტნე დადიანის ქუჩა N14 (340-ე საბავშვო ბაღთან)
14 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)
14 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრის ლაშა ფარულავას ბრიფინგი გაიმართება.
თემა: „მამუკა მდინარაძის შინაპატიმრობა და პატრიარქის დაკრძლავის ბიუჯეტიდან გამქრალი თანხები - რა ხდება ივანიშვილის გუნდში ?!“
მის: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08
14 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში კითხვებს უპასუხებს.
მის: თბილისის საქალაქო სასამართლო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
14 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.
14 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
14 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
14 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სხდომაილია ჭავჭავაძის დარბაზი(C კორპუსი, V სართული)
14 სექტემბერს, 13:00 საათზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026-2027 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული)
14 სექტემბერს, 13:15 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2026-2027 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N515(C კორპუსი, V სართული)
14 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
14 სექტემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებული პოლიტიკოსების - პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი შაიშმელაშვილის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
14 სექტემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ICPEN-ის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართება.

























