გიორგი სიორიძე - ასე შეჭამა საბჭოთა სისტემამაც თავისი თანაშემოქმედები - მდინარაძის ბედი ივანიშვილის ხელშია, თუ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი ზის ციხეში, რატომ არ შეიძლება მდინარაძეც საპატიმროში იჯდეს?

ვხედავთ, ვირთხების რბოლას, შიდა დაპირისპირებებს ივანიშვილის კარზე - მდინარაძის ბედი ივანიშვილის ხელშია. თუ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი ზის ციხეში, რატომ არ შეიძლება მდინარაძეც იჯდეს ციხეში? - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც მდინარაძეს დაემართა, „კლასიკური შემთხვევაა, როგორ ჭამს სისტემა თავის პირმშოებს“.

„ეს მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არ არის დამახასიათებელი. ასე შეჭამა საბჭოთა სისტემამაც თავისი თანაშემოქმედები. ვხედავთ, ვირთხების რბოლას, შიდა დაპირისპირებებს ივანიშვილის კარზე. ხომ ვნახეთ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე დიდხანს იყო პრემიერი, საყრდენი, პროპაგანდის ერთ-ერთი სვეტი. ახლა კი ვხედავთ, მათი მთავარი პროპაგანდისტული არხი როგორ სიუჟეტებს უძღვნის. ახლა ვნახავთ, სავარაუდოდ, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებითაც. მდინარაძეს ჯერ სუს-ის უფროსობა ჩააბარეს, საუკეთესო მენეჯერიო, გენერალ-მაიორი გახადეს. მდინარაძის ბედი ივანიშვილის ხელშია. შესაძლოა, ვიხილოთ, ისე როგორც ღარიბაშვილი ვიხილეთ, მათ შორის, ციხეში, რატომაც არა?! თუ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი ზის ციხეში, რატომ არ შეიძლება მდინარაძეც იჯდეს ციხეში, როგორც ძველ ბოლშევიკებს უსწორდებოდნენ ხოლმე“, - აღნიშნა სიორიძემ.

გარდა ამისა, მან ის ფაქტიც შეაფასა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს.

როგორც გიორგი სიორიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კრემლთან მივყავართ, არამხოლოდ დაპატიმრებებით, არამედ იმით, რაც ქვეყანაში ხდება, ბარამიძე კი ერთადერთი დარჩენილი პოლიტიკოსი იყო, რომელიც რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მიერ არის გასამართლებული.

„მიუღებელია და უგუნურებაა, თუ გამიზნულად ხდება მოღალატეობრივი განცხადების გაკეთება, ვინც არ უნდა გააკეთოს ის, კობახიძე იქნება, თუ ნებისმიერი პირი ოპოზიციიდან. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, ვინ აკეთებს ამას, ვინ აპატიმრებს ამ ქვეყანაში პირებს, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ღალატობენ სამშობლოს, რომლებიც საკუთარ განცხადებებში, ბრიფინგებში რუსეთის მაამებლურ განცხადებებს აკეთებენ.

გიორგი ბარამიძე იყო პრაქტიკულად ერთადერთი დარჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთის ფაშისტური ფედერაციის მიერ არის გასამართლებული. ყველა სხვა მინისტრის რანგის და არამხოლოდ, ქართველი პოლიტიკოსი, ვინც უკრაინის გამო რუსეთის ფაშისტურმა ფედერაციამ ან მისმა სატელიტურმა სახელმწიფო წარმონაქმნებმა, სეპარატისტულმა რეჟიმებმა მიუსაჯეს პატიმრობა, ყველა საქართველოს ხელისუფლების მიერ არის დაპატიმრებული.

„ქართულ ოცნებას“ კრემლთან მივყავართ, არამხოლოდ დაპატიმრებებით, არამედ იმით, რაც ქვეყანაში ხდება, შეცვლილია ქვეყნის საგარეო კურსი, ის, რომ ახლა სახელმძღვანელოებს ცვლიან, ისტორიის გადაწერა ხდება, როდესაც ქვეყნის პირველი ოფიციალური პირი აკეთებს განცხადებებს ისტორიის გადაწერაზე, სპეციალურ ბრიფინგს უძღვნის „გეორგიევსკის ტრაქტატს“. ასეთი განცხადება როდესაც კეთდება, რომელიც აზიანებს საქართველოს, იქნება ნებსით, განზრახ გაკეთებული, თუ განცხადება, რომლითაც ობიექტურად ზიანდება ეროვნული ინტერესები, კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ჩვენ გვაქვს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო, როდესაც ხელისუფლება და ხელისუფლების ლიდერები თავად ჩადიან ღალატს, ამ საკითხს უკიდურესად პრობლემურს ქმნის. საქართველოში სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა და განცდა არის ნულოვანი, ვერავის მისცემენ პასუხისგებაში, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი გვაქვს იმ სისტემით, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემაა. არ მინდა სამართლებრივ დეტალებში შევიდე, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია“, - აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში