მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.

მთავრობის განკარგულება, რომლითაც ეს საკითხი რეგულირდება 8 სექტემბრითაა დათარიღებული, თუმცა ის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს - მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან შეუნარჩუნდეს, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურიდან მიღებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში 27 აგვისტოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში