გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

„დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთმ, რომ სუს-ში გადასვლამდე გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყების ხელმძღვანელის პოსტის დატოვების შესახებ გელაძემ დღეს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში