მოსამართლეობის კანდიდატი დავით მამისეიშვილი - ბრიტანელების და ამერიკელების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა - არც ერთსა და არც მეორეს თავისუფალი სასამართლო არ აწყობს

მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ბრიტანელების და ამერიკელების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ერთმნიშვნელოვნად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მიზნით განხორციელდა, ვინაიდან არც ერთსა და არც მეორეს ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ აწყობს, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით მამისეიშვილმა გააკეთა, რომელსაც ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მამისეიშვილმა ამ კონტექსტში ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, დღეს ქართული სასამართლო დამოუკიდებელია როგორც არასდროს.

“გამომდინარე იქიდან, რომ თუკი მათ [აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს] ექნებათ შესაბამისი ბერკეტები მათთვის სასურველი შესაძლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ეს მათთვის მისაღები იქნებოდა. დღეს ქართული სასამართლო დამოუკიდებელია როგორც არასდროს. მოსამართლეებს საქართველოში შესაბამისი გარანტიები გააჩნიათ. დღეს შეუძლებელია, რომ ერთ მოსამართლეს ბოლნისის სასამართლოდან ხელი მოკოდო და თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანო. დღეს შეუძლებელია მოსამართლე რაიმე ნიშნით სასამართლოდან ვინმემ გაათავისუფლოს.

ჩვენ ვართ მოსამართლეები და პასუხს ვაგებთ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არც ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არც შეიძლება კოლექტიურ პასუხისმგებლობად იყოს გათვალისწინებული, ვინაიდან ყველა თვითონ ნახულობს მტკიცებულება და თვითონ იღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას პირი დამნაშავეა თუ უდანაშაულო.

სასამართლოში შეცდომები არსებობს. სწორედ ამიტომ არის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოები. სამი ინსტანციის სასამართლო ქვეყანაში სწორედ იმისთვის არსებობს, რომ თუკი პირველი ინსტანციის მოსამართლემ შეცდომა დაუშვა, აღნიშნული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოსწორდეს. თუკი შეცდომა აპელაციაში დავუშვებთ, უზენაესმა სასამართლომ მოახდინოს მისი გამოსწორება. სხვაგვარად სამართლებრივი სახელმწიფო არ გვექნება.

მე ვერ ვხდები რატომ მიყურებთ დამცინავად ან აგრესიულად. მე მოსამართლე ვარ, თქვენ - პოლიტიკოსი, თქვენ კითხვები დამისვით, მე პასუხს გცემთ. შეიძლება ეს პასუხები მოსაწონი არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანდიდატმა გარკვეული დისკომფორტი იგრძნოს“, - განაცხადა დავით მამისეიშვილმა ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრების პასუხად.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში