უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის აზრით, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევაზე დაწესებული სანქციები პროპორციულია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დასმული კითხვის პასუხად, მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფლების აღკვეთა დაუყოვნებლივ არ ხდება.
“პარლამენტმა განსაზღვრა კონკრეტული მოქმედება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიაჩნია, შემდეგ მიაჩნია სისხლის სამართლის დანაშაულად. თუკი კონკრეტულ პირს მიაჩნია, რომ ეს ქმედება, რომელიც პარლამენტმა სისხლის სამართლის დასჯად ქმედებად შემოიტანა, კონსტიტუციური არ არის, მან საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს ან არჩევნები მოიგოს, უმრავლესობით მოვიდეს და “სისხლის სამართლის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში“ ცვლილება შეიტანოს“, - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად მამისეიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.