თელავში 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს - არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა მოხუცი დააბეს და ფულისა და ძვირფასეულობის შენახვის ადგილი იძულებით ათქმევინეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში პენსიონერი დააყაჩაღეს. 70 წლამდე ქალის სახლში რამდენიმე შეიარაღებული ნიღბიანი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა ქალი დააბეს და იძულების წესით ათქმევინეს, სად ინახავდა ფულს და ძვირფასეულობას. შედეგად მათ 7000 ლარამდე ნაღდი ფულის და ოქროულობის წაღება შეძლეს.

თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და მისი ძირითადი შემოსავალი სოფლის მეურნეობაა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში