გია ვოლსკი - საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, ტურბულენტურ სამყაროში, სერიოზული გამოწვევების ფონზე, სუს-ს ყოველთვის საქმიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა - ვფიქრობ, საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია

საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საქმიანობის ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოსტზე საუკეთესო კადრია შერჩეული.

"ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არა გარედან, არამედ შიგნიდან იქნა შერჩეული ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე ადამიანი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რასაკვირველია, ვფიქრობთ, რომ ამ საქმიანობას შედეგი ექნება და საკადრო გადაწყვეტილებაც პოზიტიურია. ამავე დროს, გელა გელაძეზეც უნდა ითქვას, რომ მან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ამ მოკლე პერიოდში თავი პოზიტიურად დაანახა და წარმატებებს ვუსურვებთ მასაც.

საერთოდ, ხშირი საკადრო ცვლილება არ არის კარგი, მაგრამ არის ასეთი ფორმულა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ - "ყველაფერი ითვლება შედეგების მიხედვით". შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონში და მსოფლიოში არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, ამ სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საქმიანობის ყოველთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. გარდა ამისა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან. დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო, გადაწყვეტილებებიც კოლექტიურად მიიღებოდა და მე არ მგონია, რომ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამაზე შეიძლება დაისვას. რასაკვირველია, ჯობია ერთი ადამიანი მუშაობდეს და იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ არის გარკვეული ვითარება, როდესაც გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში