2009 წელს, როცა ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი შემოვიდა, საზოგადოება მზად არ იყო - 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ და მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი არ უნდა იყოს, საქართველოში ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი უფრო ნეგატიურია, ვიდრე დადებითი და ნაკლებად გამართლებადია, - ეს შეფასება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დავით მამისეიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რითაც მან “ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის კითხვას უპასუხა.
კომიტეტის სხდომაზე მამისეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოებას ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტისთვის მზად არ არის.
მისივე თქმით, მოსამართლე კვალიფიციურია, მედეგია, რომელზეც გავლენას ვერავინ მოახდენს და მას შეუძლია მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი ან გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანა, ვიდრე 12 ნაფიცმსაჯულს.
“საზოგადოება მზად უნდა იყო იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და მართლმსაჯულებაში მიიღოს მონაწილეობა. რამდენიმე წლის წინ, როცა პარლამენტმა “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა, თავდაპირველად 150-კაციანი სია არსებობდა და ნაფიცმსაჯულთა კანდიდატების შერჩევა 150-კაციანი სიიდან ხდებოდა. შემდეგ ეს 300 ადამიანამდე გაიზარდა. 300 ადამიანამდე იმიტომ გაიზარდა, რომ სასამართლოში მოსვლა და პროცესში მონაწილეობა არავის უნდა. საზოგადოება ჯერ მზად არის არის იმისთვის, რომ მოცემულ პროცესში ჩაერთოს და ამ პროცესებზე გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა უნაზესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.