პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს პაკეტს, რომლითაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი კი უქმდება

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთიანდება და კვლავ ერთ უწყებად ყალიბდება - მთავრობის შემადგენლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქმნება. იმავდროულად, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

ამასთან დაკავშირებით “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების ახალი ვარიანტი და მისგან გამომდინარე პროექტები პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების მიმართულებით მთავრობის მეთაურს სულ სხვა ინიციატივა ჰქონდა წარდგენილი. პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას, ბიუროს პირველივე სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი გავიდა, რომელიც მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის - რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა. რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რეგიონული განვითარების სამინისტროს ბაზაზე იქმნებოდა, თუმცა პარლამენტში ინიცირებული პროექტი მთავრობამ უკან გაიტანა.

როგორც ცნობილია, რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა. მდინარაძემ მთავრობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის თაობაზეც გააკეთა განცხადება.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში