ანონსი 15 სექტემბერი

ანონსი  15 სექტემბერი

15 სექტემბერს, 09:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 სექტემბერს, 09:30 საათზე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული მომხმარებელთა უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ოფიციალურად გახსნება.

მის: თავისუფლების მოედანი #4

15 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

15 სექტემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

15 სექტემბერს, 11:00 საათზე, მე-14 საჯარო სკოლასთან „ძლიერი საქართველო - ლელოს“ თბილისის საკრებულოს წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „თბილისი ახალ სასწავლო წელს ძველი და წლობით მოუგვარებელი პრობლემებით ხვდება“.

საკონტაქტო - გიგლა თუმანიშვილი - +995 577 11 80 81

15 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მმართველობითი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

მის: ვაჟა ფშაველას 45ა, „ფორმულას“ შენობა სართული - 3.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

15 სექტემბერს, 11:50 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

15 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

15 სექტემბერს, 13:00 საათზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

მის: ირაკლი გამყრელიძის 4, ინდოეთის საელჩოს პირდაპირ.

15 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.