ქარელში ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის გახსნას „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერები დაესწრნენ

ქარელში, წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის ეზოში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა გაიხსნა.

კოალიციის ინფორმაციით, სკოლის გახსნის ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ „ძლიერი საქართველო–ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კოალიციის წევრები.

ამავე ცნობით, სკოლის შექმნის ინიციატივა ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ვიტალი ღვინიაშვილს ეკუთვნის. სკოლის მიზანია, ბავშვებისთვის ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების გაცნობა და იმ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, რომელიც თაობიდან თაობას საუკუნეების განმავლობაში მოჰყვება.

პრესსამახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხატწერა, ხელსაქმე, ქართული ცეკვა და ქართული გალობა. შემოქმედებით და საგანმანათლებლო გარემოში ისინი არა მხოლოდ ახალ უნარებს შეიძენენ, არამედ უკეთ გაეცნობიან ქართულ კულტურას, სულიერ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ტრადიციებს

სკოლის დამფუძნებლების განცხადებით, საკვირაო სკოლის იდეა ეფუძნება რწმენას, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და გაძლიერება ბავშვობიდან იწყება - საკუთარი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობითა და სიყვარულით. „ქართული ცეკვა, გალობა, ხელოვნება და ხალხური ხელსაქმე ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

„სკოლის სახელწოდებაც სიმბოლურია. ანთიმოზ ივერიელი ქართული კულტურისა და ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა, რომლის საქმიანობამ საქართველოს საზღვრებს გასცდა და ქართული კულტურის მნიშვნელობა ევროპულ სივრცეშიც წარმოაჩინა.

ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლა ქარელში მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით გაიხსნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში