“ქართული ოცნება”  საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს

“ქართული ოცნება” საკონსტიტიციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, რატომ დადგა დღეს დღის წესრიგში პარტიის იმ სიაში დამატება, რომელიც მანამდე უკვე არსებობდა სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და ახსნა გახარიას პარტიის "უამრავი დესტრუქციული ქმედებით". ამასთან, სარჩელის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული პარტიის არყოფნა "მათთვის მიცემულ შანსად" შეაფასა.

კირცხალიამ ისიც თქვა, რომ გახარიას პარტია ემსახურებოდა "მზაკვრულ იდეას", რასაც "კოლექტიური ნაცმოძრაობის“ "აგენტურული ქსელი" ემსახურებოდა.

უმრავლესობის ლიდერმა დასძინა, რომ რომ სარჩელის პირობებში "ქართულ ოცნებას" არ აქვს მოთხოვნილი "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტა პარლამენტსა და საკრებულოებში.

„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“. აქ შეიძლება, გაჩნდეს ახლა კითხვები, რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული სარჩელში, რომელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი - ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, როცა აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“. მაგრამ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში. ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი ის, თუ რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია. ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით“, - განაცხადა კირცხალიამ.

მმართველი პარტია საკონსტიტუციო სარჩელით მანამდე შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო - ლელო" და "ფედერალისტები".

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში