სანზონაში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია "ნოვას" საწყობის ეზოში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ეზოში მყოფი გაზის რეზერვუარი, რასაც ძლიერი ხმა ჰქონდა, თუმცა მომხდარს ხანძარი არ მოჰყოლია.
მომხდარის გამო დაზიანდა საწყობის ნაწილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში არსებულ ერთ-ერთ ჯგუფში, ადგილობრივი მცხოვრების მიერ ვრცელდება.