ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი - აშშ-თან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ვიდრე ირანის პირობები არ დაკმაყოფილდება

აშშ-თან არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, ვიდრე ირანის პირობები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი, მოჰსენ რეზაი აცხადებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის ურთიერთგამომრიცხავმა გზავნილებმა არ მოგატყუოთ - დაწყებული „მოლაპარაკებები არ იქნებადან“ და „მზად ვართ, საუბრისთვის“ დასრულებული. ნავთობთან და სრუტეებთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალა. ზარალის შემცირების მცდელობა იმას ვერ შეაჩერებს, რაც წინ არის“, - წერს რეზაი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმი 17 ივნისს გააფორმეს, რომელიც ომის დასრულების მიზნით საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა. ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ვადა აგვისტოში, საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე ამოიწურა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად