ლევან მაჭავარიანი - რაც კი ჩვენს გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება: ტრადიციები, კულტურა, იდენტობა, სარწმუნოება - საქართველო ასეთი სუვერენული არასდროს ყოფილა

რაც კი ჩვენს გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ჩვენი იდენტობა, სარწმუნოება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი სუვერენული, ასეთი დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს ყოფილა.

„უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, რომ უმაღლესი განათლება გახდა უფასო, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ასევე, ჩვენი ნაბიჯები, რომელსაც ახლა ვდგამთ - ქონების გადასახადის მოხსნა. 40 ათას ლარიანი ზღვარი იხსნება და ჩვენი დაახლოებით 80 ათასი თანამოქალაქე თავისუფლდება საგადასახადო წნეხისგან. ასევე, საპენსიო გადასახადებზე ამნისტია - ახლა უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ძალიან ბევრ კომპანიას უხსნის ამ საგადასახადო წნეხს. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც მოჰყვება ეკონომიკურ ზრდას. ასევე, მინდა გამოვყო უმნიშვნელოვანესი დღის წესრიგი, რომელიც დღეს დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე - ჩვენ საქართველოს ვუბრუნებთ ისტორიულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ამ გაზრდილი ეკონომიკით ხელს ვუწყობთ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ყველაფერი ჩვენთვის ხომ არ კეთდება? - ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო იბრუნებს ისტორიულ ფუნქციას შუა კორიდორში დაკავშირებადობის კუთხით. მინდა ყველას შევახსენო ყველას, რომ ვართ 30-საუკუნოვანი უწყვეტი გენის ერი. რაც კი ჩვენს გენეტიკაში არის კოდირებული, აბსოლუტურად ყველაფერს უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება. ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ჩვენი იდენტობა, სარწმუნოება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას. ასეთი სუვერენული, ასეთი დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს ყოფილა. ყველა კარგად ხედავს თუ როგორი მუშაობით და როგორი ბრძოლის ფასად გვიჯდება ეს ყველაფერი. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს სწორად იმას, რომ მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად