სოფიო ხორგუანმა პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო თენგიზ შარმანაშვილი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, რის გამოც შარმანაშვილმა მას „არაკომპეტენტური მატყუარა“ უწოდა

დღეს აქ თენგიზ შარმანაშვილმა საშინელი სიტყვები თქვა „ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ, უკვე წაღებული აქვთ და ეს არის ფაქტიო“ – ბატონო თენგიზ, თუ თქვენ თქვენი სხვა სიტყვების და სხვა საქციელის გამო პასუხისგება არ მოგიწიათ, ამ სიტყვების გამო პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის მისამართით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა გააკეთა.

სოფო ხორგუანის თქმით, „შარმანაშვილმა თქვა ის, რაც სამშობლოს ღალატია“.

„სამშობლოს ღალატია, როდესაც მიწაზე, რომელიც ჩვენია, პარლამენტის წევრი, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენმა მტერმა ეს ტერიტორია წაიღო. ბატონო თენგიზ, სხვა სიტყვების და თქვენი სხვა საქციელის გამო პასუხისგება თუ არ მოგიწიათ, ამ სიტყვების გამო პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ! ეს არის ღალატი. ღალატია პარლამენტში გაცხადებული სიტყვები, რომ ფაქტია, რომ თურმე ჩვენი მიწა ვიღაცამ წაიღო და სად არის ამ დროს სახელმწიფო?!“, - განაცხადა ხორგუანმა პარლამენტის ტრიბუნიდან.

მას თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და მიმართა, რომ ტერმინების მნიშვნელობა არ ესმის.

„ამიტომ ჰქვიათ დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არის ასეთი. მგონი, თქვენ ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევით. ეს არის ფაქტი - ამიტომ ჰქვია დე-ფაქტო ხელისუფლება, ამიტომ ჰქვია ფაქტობრივი კონტროლი ტერიტორიაზე, რომ ეს არის მოცემულობა. ტერმინოლოგიური მსგავსება მაინც ხომ უნდა გკარნახობდეთ, რომ ფაქტი და დე-ფაქტო ერთმანეთს ჰგავს“, - მიმართა ხორგუანს პაპუაშვილმა.

ხორგუანს თავად ადრესატმა თენგიზ შარმანაშვილმაც უპასუხა და განმარტა, რომ მან კონტროლის დაკარგვაზე ისაუბრა. შარმანაშვილის თქმით, მას ხორგუანმა ბოდიში უნდა მოუხადოს.

„როცა რაღაც საკითხში არაკომპეტენტური ხარ, აუცილებელი არ არის, რომ შენი კომპეტენტურობა მთელს საქართველოს გააგებინო. რომ გადავახვიო და ეფექტური კონტროლის დაკარგვაზე იყოს საუბარი, ამაზე ბოდიშს მოიხდით?! - არ მოიხდით! არაკომპეტენტური ხართ და ტყუილებს ლაპარაკობთ. არაკომპეტენტური მატყუარა ორჯერ უარესია. საერთოდ არაფერში არ ერკვევით“, - განაცხადა შარმანაშვილმა სოფიო ხორგუანის პასუხად.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ტერიტორიები კი არ დაიკარგა, ჩვენ გვაბრალებდნენ, თითქოს ვილაპარაკეთ, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგა, გადავიდა ჩვენი მოწინააღმდეგეების კონტროლის ქვეშ.ეს ხომ ფაქტია? -არა, მაინც ურცხვად ამბობენ, რომ ასეთი რამე არ მომხდარა. ნუ, კარგი, იყავით ეგრე და ილაპარაკეთ. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა და იცის“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად