პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო - ინიციატივას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 16 წავიდა

მმართველმა გუნდმა ჩააგდო ფრაქცია „საქართველოსთვის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა.

ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით “შეკრება მანიფესტაციების შესახებ კანონში“, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვით, ოპოზიციის ინიციატივას 16-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა, 28 დეპუტატმა კი მხარი დაუჭირა. ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო საკანონმდებლო პაკეტი ჩავარდა.

ინფორმაციისთვის, თავად გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.

ფრაქცია "საქართველოსთვის" შეფასებით, მოქმედი რეპრესიული ნორმები კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებების და მანიფესტაციების ფუნდამენტურ უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მინიჭებული აქვთ ზედმეტად ფართო, ბუნდოვანი დისკრეცია, რაც ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს სამართლებრივად დაუცველს ხდის.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით გათვალისწინებული იყო შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების შსს-დან კვლავ მერიაში გადატანა. პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივით, უქმდებოდა წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, როცა შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე - ტროტუარზე იმართება და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ იწვევს. ასევე უქმდებოდა შსს-ს უფლებამოსილება, გასცეს სავალდებულო მითითებები შეკრების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლა-გეზის შესახებ.

უმრავლესობის მიერ “ჩაგდებული“ საკანონმდებლო ინიციატივა ასევე აუქმებს სამოქალაქო

ბრუნვაში არსებული ნივთის/საგნის ქონის აკრძალვას, თუ ის "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული დანაშაულის საგნად არ იქცა. გარდა ამისა, შეკრების მონაწილეებს ეძლეოდათ უფლება, თავად განესაზღვრათ პროტესტის გამოხატვის ფორმა 20-მეტრიანი ზონის დაცვით, რაც კრიტიკული დაწესებულებების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში