ქეთევან თურაზაშვილი - მივმართავ მშობლებს, ვალდებული ვართ დავიცვათ შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ხარისხიანი განათლება, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში დაიცალა საქართველო

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაიცალა საქართველო , - ამის შესახებ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა სკოლებში არსებულ ვითარებაზე.

როგორც მან აღნიშნა, დღეს იმყოფებოდა ბულაჩაურის და აბანოთხევის საჯარო სკოლებში, ორივე სკოლას კი ერთი საერთო აქვს - „ბავშვები მივიდნენ, მაგრამ დახვდათ მოუწესრიგებელი გარემო, ბინძური საპირფარეშოები, სკოლა ისევ არ იყო მზად მოსწავლეების მისაღებად“.

თურაზაშვილის თქმით, აღნიშნულ სკოლებს წლებია ჰპირდებიან გარემონტებას, ასევე, ახალ ტერიტორიაზე სკოლის აშენებას, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.

„დღეს, ასევე, ვიყავი მოხისის სკოლაში, სადაც ჯერ რემონტი გააკეთეს, თანხები დახარჯეს და შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სკოლა იყო ავარიული.

დღეს ვნახე ატენის სკოლა-ინტერნატი, სადაც ათ წელზე მეტია ზარი არ დარეკილა. ახლა ვარ ატენის აჯარო სკოლაში და თქვენ ჩემს ზურგს უკან ხედავთ, რა მდგომარეობაშია მიტოვებული შენობა. რვა წელია ბავშვები ამ სკოლაში არ მოსულან და დადიან რამდენიმე კილომეტრში, ხიდისთავის სკოლაში. არადა, ეს არის უნიკალური ადგილი, არაჩვეულებრივი ბუნება, ახლოს მდინარე, დაცული ტერიტორია. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ კარგი განათლება, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ასეთი ტერიტორია და ადგილები ბავშვებისთვის არ ემეტება. მე იმედს ვიტოვებ, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული რომელიმე ბიზნესმენი არ ჩაიგდებს ხელში აი, ამ უნიკალურ ადგილს და ეს ადგილი დარჩებათ ბავშვებს. როდესაც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, ასეთ არაჩვეულებრივ ადგილებს დავუბრუნებთ ჩვენს ბავშვებს.

მე არაფერი მაქვს სათქმელი დღეს "ქართული ოცნებისთვის" იმიტომ, რომ აზრი არ აქვს - მათ არანაირი რესურსი არ დარჩათ, რომ განათლების მიმართულებით რაიმე გააუმჯობესონ.

ჩვენ ვნახეთ ჩავარდნილი უმაღლესი განათლების რეფორმა, ვნახეთ ჩავარდნილი ფორმების რეფორმა, სადაც ძალიან კარგად ჩანდა, რომ დღევანდელი განათლების მინისტრი აბსოლუტურად ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და არ იცის რა არის მთავარი განათლების სფეროში. ამიტომ, არაფერი სათქმელი "ქართული ოცნებისთვის" მე არ მაქვს.

მივმართავ ქართულ საზოგადოებას, მივმართავ მშობლებს, ყველა მშობელი ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი შვილების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ვალდებული ვართ მოვითხოვოთ ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლება იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში დაიცალა საქართველო. მშობელს ყველაზე მეტად თავისი შვილისთვის უნდა ხარისხიანი განათლება, რაც დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მიდიან დღეს საქართველოდან, ოჯახებთან ერთად მიდიან და ტოვებენ ქვეყანას.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ არსებობდეს საქართველოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“ , - განაცხადა თურაზაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად